Monday, April 4, 2016
რეფლექსია
დღე პირველი
დღეს ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების უპირატესობებზე და აღვნიშნეთ ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი ამ მიმართულებით. გავიგეთ ელექტრონული სახელმძღვანელოს მისამართი და გავეცანით მას. ვისწავლეთ სახელმძღვანელოსთან მუშაობის წესები: სანიშნის, მარკერის, კომენტარის, პრინტერის გამოყენება. გავეცანით სახელმძღვანელოს არსებულ რესურსებს, ყურადღება გავამახვილეთ ტექსტის შიგნით არსებულ ბმულებზე - როგორც დამატებით რესურსებზე.
შევქმენით პროექტის პორთფოლიო და მოვამზადეთ ის შემდგომი მუშაობისათვის. ჩამოვტვირთეთ პროექტის გეგმის შაბლონი და შევიტანეთ მასში ჩვენი მონაცემები . ასევე ჩამოვტვირთეთ პროექტის ჩეკლისტი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
ელექტრონულ სახელმძღვანელოში გავეცანით სწავლების სხვადასხვა საფეხურზე არსებულ პროექტების ნიმუშებს და ვისაუბრეთ მათში არსებულ საგულისხმო მომენტებზე.
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მასში რეფლექსიის გამოქვეყნება.
დღე მეორე
ტრენინგის მეორე დღეს გავიხსენეთ წინა მეცადინეობაზე გავლილი მასალა. დავიწყეთ მუშაობა ელექტრონული სახელმძღვანელოს მეორე მოდულზე. ჩამოვტვირთეთ პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა. ვისაუბრეთ რუბრიკის შექმნის აუცილებლობაზე, რათა მოსწავლეებმა იცოდნენ კონკრეტულად რაში მიიღებენ შეფასებას.
ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ერთმანეთისაგან გავარჩიეთ ზოგადი, თემატური და კონკრეტული კითხვები.
ვისწავლეთ ბროშურის დამზადება როგორც შაბლონით, ასევე დამოუკიდებლად. ასევე სურათების ჩასმა.
დღე მესამე
ტრენინგის მესამე დღეს გავიხსენეთ წინა დღეს გავლილი მასალა. დავიწყეთ მუშაობა პროექტის სამუშაო გეგმაზე. განვსაზღვრეთ სამიზნე საფეხურები, კლასები და პროექტის სათაური. მოვიძიეთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული სტანდარტები, და მოსალოდნელი შედეგები. ვიმუშავეთ როგორც ზოგად, ასევე თემატურ და კონკრეტულ შეკითხვებზე.
გამოვაქვეყნეთ პროექტის პორთფოლიო ბლოგზე.
დღე მეოთხე
ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე. ვისწავლეთ ფორმატზე ჩარჩოების განთავსება, სურათების ჩასმა, სათაურის დიზაინი. შექმნილი ბროშურა შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში, შემდეგ კი გამოვაქვეყნეთ ჩვენსავე ბლოგზე.
ასევე ვისწავლეთ კითხვარის შედგენა და მისი ფორმები. ერთმანეთისაგან გავარჩიეთ პასუხების სხვადასხვა ფორმები ( მოკლე პასუხი, აბზაცი, რამოდენიმე სავარაუდო პასუხი, მოსანიშნი ველი და ა. შ.) ჩვენი ნამუშევრები ერთმანეთს ფოსტით გავუზიარეთ.
დღე მეხუთე
ტრენინგის მეხუთე დღეს გავაგრძელეთ ბროშურაზე მუშაობა. ვისწავლეთ საკონტაქტო ინფორმაციის დატანა, საჭიროების შემთხვევაში სურათებზე დაწერა.
შეცვლილი ბროშურა გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.
განვაგრძეთ მუშაობა პროექტის სამუშაო გეგმაზე. მიმოვიხილეთ პროექტის შეფასების რუბრიკები, ფორმები, მეთოდები და ინსტრუმენტები. განვსაზღვრეთ რომელი აქტივობა როგორ შევაფასოთ
დღე მეექვსე
ტრენინგის მეექვსე დღეს ვისაუბრეთ მულტიმედიურ საშუალებებზე. ვიმსჯელეთ ცენზურის არსებობის ალბათობაზე, ავღნიშნეთ ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის მრავალფეროვნება და მისი სანდოობის სხვადასხვა ხარისხი. ასევე ამ ინფორმაციის სანდოობის დადგენის აუცილებლობა. დავადგინეთ ვებრესურსების კრიტიკული შეფასების 4 სხვადასხვა დონე ( გაუცნობიერებელი არაკომპეტენტურობა, გაცნობიერებელი არაკომპეტენტურობა, გაცნობიერებული კომპეტენტურობა, გაუცნობიერებული კომპეტენტურობა ). არსებული საიტების შეფასებაში დაგვეხმარება ფორმალური ინდიკატორები, კრიტიკული აზროვნება, პროპაგანდის ტექნიკა, გამოსახულებები. გავეცანით ფორმალურ ინდიკატორებს, ვებსაიტის მისამართს, შექმნის თარიღს, დამახასიათებელ სიტყვებს. ვისწავლეთ სურათში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საძიებო ქსელში მისი მოძებნა და წარმომავლობის დადგენა, საიტის რეიტინგულობის დადგენა.
ელექტრონულ სახელმძღვანელოში მოვძებნეთ ,,საავტორო უფლებების ქაოსი ", სადაც უკეთ გავიგეთ საავტორო უფლებების შესახებ და მისი დაცვის მექანიზმებზე.
დღე მეშვიდე
ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ პრეზენტაციებზე. ტრენერმა გაგვიზიარა და გაგვაცნო 10 დიზაინერული რჩევა პრეზენტაციის გასაკეთებლად. ვისაუბრეთ თანამედროვე შრიფტებზე, სათაურისა და ტექსტის ფონტებზე, სასურველ ფერებსა და კონტრასტის აუცილებლობაზე. დავადგინეთ რომ პირველ სლაიდზე დაგვეწერა ავტორის ვინაობა და სათაური, შემდეგზე მიზნები.........ბოლოს კი გაგვეკეთებინა შეჯამება. ვისწავლეთ სურათების ჩასმა როგორც ინტერნეტიდან, ასევე ჩვენი სამუშაო მაგიდიდან. ვიმუშავეთ ინტერნეტიდან ხმის და ვიდეოს ჩამოტვირთვაზე და მათ საჭიროებისამებრ გამოყენებაზე.
დღე მერვე
ტრენინგის მერვე დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. გავითვალისწინეთ პრეზენტაციის წესები და სლაიდების თანმიმდევრობა. შემდეგ ვიმუშავეთ ამ ნაშრომის შეფასების რუბრიკებზე. დავადგინეთ რა კრიტერიუმებით შევაფასებდით მოსწავლეებს და რა ინდიკატორებს გამოვიყენებდით. მივიღეთ ინსტრუქციები პრეზენტაციის უკეთ მოსამზადებლად.
Subscribe to:
Posts (Atom)